საზოგადოება ჯანდაცვა

ნინი ბადურაშვილის და ქრისტინე იმედაძის ორიგინალური დიეტა: 4 კგ 1 კვირაში

 

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ხშირად  აღნიშნავს, რომ წონის შესანარჩუნებლად კვების სწორ რეჟიმს და აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას მიმართავს. თუმცა მომღერალს თინეიჯერობის ასაკში  დიეტაც დაუცვია, რომლის დახმარებით ერთ კვირაში 4 კგ დაიკლო.

ნინი ბადურაშვილი: „დიეტაზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი, 13-14 წლის ასაკში. მაშინ ქრისტინე იმედაძემ მასწავლა ბალერინების დიეტა და ერთ კვირაში 4 კილო დავიკელი. იმის მერე დიეტისთვის არ მიმიმართავს.  უბრალოდ კვებას ვაკონტროლებ და სპორტით ვარ დაკავებული“ .

ნინის მიერ დასახელებული ბალერინების დიეტა კი შემდეგი შინაარსისაა, რომელსაც წინ განტვირთვის ორი დღე აქვს:

პირველი დღე:

საუზმე – ერთი ჭიქა ტომატის წვენი.

სადილი – ორი ჭიქა ტომატის წვენი და 50 გრ შავი პური.

ვახშამი – ერთი ჭიქა ტომატის წვენი.

მეორე დღე:

საუზმე – ერთი ჭიქა რძე ან კეფირი.

სადილი – ერთი ჭიქა კეფირი და 50 გრ შავი პური.

ვახშამი – ერთი ჭიქა რძე ან კეფირი.

დიეტა:

საუზმე – 100 გრ უცხიმო ხაჭო და ერთი ჭიქა თბილი რძე (1 ან 3%-იანი) ან კეფირი.

მეორე საუზმე – ფინჯანი ყავა (უშაქროდ) 1 ჩ.კ. თაფლით, 50 გრ შავი პური.

სადილი – 1 ს.კ. მოხარშული ბრინჯი, 200 გრ საქონლის ხორცის ბულიონი (უმარილო) და 150 გრ

მოხარშული ხორცი.

სამხარი – ერთი ფორთოხალი ან ვაშლი. თუ ძალიან მოგშივდათ, შეგიძლიათ ორივე მიირთვათ.

ვახშამი – დაძინებამდე 2-3 საათით ადრე ერთი ჭიქა თბილი რძე ან კეფირი მიირთვით, შეგიძლიათ რძე 1 ჩ.კ. თაფლით დაატკბოთ.

ეს დიეტა შესაძლებელია რამდენიმე დღის განმავლობაში დაცვათ, სასურველი შედეგის მიღწევამდე.

დიეტის შეწყვეტის შემდეგ, წონის შენარჩუნებისთვის,  აუცილებლად ამოიღეთ საკვები რაციონიდან ცომეული, ტკბილეული, შემწვარი და ცხიმიანი საკვები, დღის განმავლობაში მიიღეთ ორ ლიტრაზე მეტი წყალი და მინიმუმ 15  წუთიანი ფიზიკური აქტივობა განახორციელეთ.

 

იტვირთბა....