ჟურნალისტი გურამ დონაძე სოციალურ ქსელში მასზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი საინფორმაციო პორტალი “ქოლცენტრის მენეჯერობაში” ადანაშაულებს. როგორც დონაძე წერს, სააგენტოს, რომელმაც მასზე აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, ვერ უკავშირდბა, რადგან მითითებული ნომერი არ არის რეგისტრირებული, ხოლო სოციალურ ქსელში მათ ოფიციალური გვერდი არ გააჩნიათ:
“ვის გინდათ მილიონი ! “მომილოცეთ” ქოლცენტრის მენეჯერი” ვყოფილვარ და ახლა გავიგე… ახალი ბოდვა და მორგი სისულელე სააგენტო ონგო.ჯი – ს
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! არანაირი ქოლცენტრის თანამშრომელი არ ვარ და არც ვყოფილვარ არასდროს.
მივმართავ ყველა უწებას – მზად ვარ ნებისმიერ დროს მსგავს გავრცელებულ სისულელეზე საპასუხოდ თუ თქვენ ამას საჭიროდ მიიჩნევთ.
პ.ს. დილიდან ვერეკავ ამ ნომერზე ვინც ვითომ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას ჩემ ქოლცენტრზე და ტელეფონი არაა რეგისტრირებული. გარდა ამისა ამ დამალულ სააგენტოს არ აქვს ფეიბუქიც მგონი (ვერ ვიპივე).. ვინმემ ხომ არ იცით ამათი კვალი სად მივაგნო ამათ… რო ვკითხო, რატომ არ მკითხეს ბანგლადეშის სრუტეში გვირაბის გაყვანა როდის დავიწყე” – წერს დონაძე