ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, გუშინ რუსეთის საჰაერო ძალებმა ხერსონის ოქლი დაბომბეს, რამაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.
ოლექსანდ პროკუდინის თქმით, რუსული არმიის მხრიდან ხერსონის რეგიონის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6 დაშავდა. ამასთანავე, იგი აღნიშნავს, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონს სამჯერ ესროლეს.
“რუსი სამხედროები შევიდნენ რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში, ბელოზერსკის თემის დასახლების საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე. რუსული აგრესიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა”- განაცხადა ხერსონის რეგიონული სახმედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.