ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

პუტინი, ხერსონის გარდა, ლუგანსკშიც იმყოფებოდა – კრემლი

პუტინი, ხერსონის გარდა, როგორც კრემლი იუწყება, ლუგანსკშიც მყოფებოდა. ამავე ცნობით, მან ეროვნული გვარდიის აღმოსავლეთის შტაბ “ვოსტოკში” მოხსენებები მოისმინა გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე ლაპინისა და სხვა მაღალი რანგის ოფიცრებისგან ამ მიმართულებით არსებული ვითარებაზე.

რუსული მხარე ამბობს, რომ ხერსონში, “დნეპრის” სამხედრო დაჯგუფების შტაბში ვიზიტის მსგავსად, პუტინმა სამხედროებს აღდგომის დღესასწაულიც მიულოცა და მათ საჩუქრად ხატების ასლი გადასცა.

კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები არაა კონკრეტულად როდის იმყოფებოდა პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ხერსონი და ლუგანსკი რუსეთის მიერ, გასულ წელს ანექსირებულ ოთხ რეგიონს შორისაა. რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს რეგიონის დედაქალაქ ხერსონიდან გასული წლის ნოემბერში და ამაგრებენ პოზიციებს მდინარე დნეპრის მოპირდაპირე ნაპირზე უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში.

იტვირთბა....