ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივაღწიოთ სამართლიანობას უკრაინისთვის“ – აშშ-ის გენერალური პროკურორი უკრაინას ომის დანაშაულის გამოძიებას პირდება

აშშ-ის გენერალურმა პროკურორის, მერიკ გერლენდის თქმით, აშშ უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიებაში დაეხმარება. ამის შესახებ ამერიკელმა პროკურორმა უკრაინელ კოლეგასთან ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ერთ წელზე მეტია, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უსამართლო ომს აწარმოებს და მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ უდიდესი მასშტაბის სისასტიკეებს სჩადის. და ერთ წელზე მეტია, უკრაინელი ხალხი სიმამაცითა და სიმტკიცით იბრძვის თავისი ქვეყნის დასაცავად.

ისინი მუშაობდნენ დაუღალავად, რათა აღერიცხათ ათასობით უკრაინელი მამაკაცის, ქალისა და ბავშვის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეები, რომ ამ სისასტიკეების ჩამდენმა პირებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი. ისინი საკუთარი ქვეყნის დასაცავად სიცოცხლეს სწირავდნენ. იუსტიციის დეპარტამენტი მათ გვერდით დგას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს უფლებამოსილებაშია, რომ მივაღწიოთ სამართლიანობას უკრაინისთვის“, – განაცხადა გერლენდმა.

იტვირთბა....