ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

„შეწყვიტეთ რუსეთის დახმარება“ – „დიდი შვიდეულის“ მოწოდება მესამე ქვეყნებს

“ჩვენ ვიმეორებთ ჩვენ მოწოდებას მესამე მხარეების მიმართ, შეწყვიტონ რუსეთის დახმარება ომში, ან გადაიხადონ ამისთვის მძიმე ფასი“, – ამის შესახებ “დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს. კომუნიკეში, რომელიც იაპონიაში, G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა, ნათქვამია:

“ჩვენ ვიმეორებთ ჩვენ მოწოდებას მესამე მხარეების მიმართ, შეწყვიტონ რუსეთის დახმარება ომში, ან გადაიხადონ ამისთვის მძიმე ფასი. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას, რათა თავიდან ავიცილოთ და ვუპასუხოთ მესამე მხარის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემას და გავაგრძელებთ მოქმედებებს მათ წინააღმდეგ, ვინც მატერიალურად უჭერს მხარს რუსეთს”.

მინისტრებმა განაცხადეს, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი დაპირება ბელარუსიაში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ მიუღებელია.

იტვირთბა....