ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

„ვაგნერის“ წევრების სკანდალური აღიარება – „უკრაინაში ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები დავხოცეთ“

“ვაგნერის” ჯგუფის ყოფილი მეთაურის სკანდალური აღირება – ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფების წარმომადგენლეი ამბობენ, რომ უკრაინაში მათ ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს. ეს სკანდალური განცხადება „ვაგნერელებმა“ Gulagu.net-თან ინტერვიუში განაცხდეს. აღნიშნული უფლებადამცველი ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთში კორუფციასა და წამების საქმეებზე მუშაობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო ინტერვიუში, ყოფილი რუსი მსჯავრდადებულები აზამატ ულდაროვი და ალექსეი სავიჩევი – რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, გასულ წელს შეიწყალეს, საუბრობენ იმ ქმედებებზე, რომელიც მათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ჩაიდინეს.

ულდაროვი ორგანიზაციას უყვება, როგორ ესროლა და მოკლა 5-6 წლის გოგო. მისი თქმით, ის მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლის შესახებ ბრძანებებს მეთაურებისგან იღებდა.

“[ეს იყო] მენეჯმენტის გადაწყვეტილება. მე არ მქონდა უფლება ვინმე ცოცხალი დამეტოვებინა.

[…] მინდა რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა იცოდნენ სიმართლე. მე არ მინდა ომი და სისხლისღვრა. ახლა ხელში სიგარეტი მიჭირავს, ამ ხელით მე ვასრულებდი ბრძანებებს და ვკლავდი ბავშვებს”, – თქვა მან.

Gulagu.net-თან ინტერვიუს დეტალებს CNN ავრცელებს. მედია აღნიშნავს, რომ მას დამოუკიდებლად არ შეუძლია დაადასტუროს ის ინფორმაცია, რაზეც ულდაროვი და სავიჩევი საუბრობენ, თუმცა გამოცემამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ორივე პირი რუსეთში 2022 წელს შეიწყალეს.

ულდაროვმა თქვა, რომ ქალაქ სოლედარსა და ბახმუტში, აღმოსავლეთ უკრაინაში, ვაგნერის დაქირავებულებს “მიეცათ ბრძანება, გაენადგურებინათ ყველა”.

ინტერვიუში ერთ მომენტში სავიჩოვმა აღწერა, თუ როგორ “მიიღეს ბრძანება, სიკვდილით დაესაჯათ 15 წელზე მეტი ასაკის ნებისმიერი კაცი” და მიიღეს ბრძანება სახლის “გაწმენდის” შესახებ.

“არ აქვს მნიშვნელობა იქ მშვიდობიანი მოქალაქე იქნება თუ არა. სახლი უნდა გაიწმინდოს”, – თქვა მან.

სავიჩევმა აღწერა, თუ როგორ დაიღუპნენ “ვაგნერის” მებრძოლები, რომლებიც არ ასრულებდნენ ბრძანებებს.

იტვირთბა....