უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში სოციალურ გავრცელებულ ორ ვიდეოს გამოეხმაურა, რომლებიც რუსების მიერ უკრაინელი სამხედროების მკვლელობას ასახავს.
„არის რაღაც, რისი იგნორირებაც მსოფლიოში არავის შეუძლია: რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. არაფრის დავიწყებას არ ვაპირებთ. არც მკვლელებისთვის ვაპირებთ პატიებას. ყველაფერზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება. ტერორის დამარცხება აუცილებელია” , – აღნიშნავს ზელენსკი.
უკრაინული მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვიდეო ომის მომხრე რუსული საინფორმაციო არხების საშუალებით 11 აპრილის საღამოს ჰავრცელდა. მასში ჩანს, როგორ მოკვეთა თავი რუსმა სამხედრომ უკრაინელ სამხედროს დანით.
CNN- ის იტყობინება, რომ პირველი ვიდეო გამოქვეყნდა პრორუსულ სოციალურ მედიის არხზე 8 აპრილს. ის, სავარაუდოდ, “ვაგნერის ჯგუფის” რუსმა დაქირავებულებმა გადაიღეს. კადრებში ნაჩვენებია ორი უკრაინელი ჯარისკაცის თავმოჭრილი ცხედარი, განადგურებული სამხედრო მანქანის გვერდით.