ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზე წავიდნენ“ – მურუსიძე ამერიკის მხრიდან დასანქცირებაზე

ამ წუთებში აშშ-გან დასანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკის საელჩოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდა.

მისი თქმით, სანქციები სწორედ ამას ემსახურება.

მურუსიძემ აღნიშნა, რომ ასე ამერიკული მხარე ცდილობს მოსამართლეთა ოჯახებს დატერორებას.

ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ „ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზე წავიდნენ“ .

იტვირთბა....