ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

პუტინი უკრაინაში “ვაგნერის” ბრძოლით უკმაყოფილოა? – რატომ გადაწყვიტა რუსეთის პრეზიდენტმა კრიმინალური დაჯგუფების მებრძოლების ჩანაცვლება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განახლებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი, სავარაუდოდ, ცდილობს დააფინანსოს და განავითაროს ალტერნატირული კერძო სამხედრო კომპანიები, რომ, საბოლოოდ, მათ “ვაგნერი” შეცვალონ უკრაინაში ბრძოლაში.

„ეს ხდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერის ჯგუფს შორის გახმაურებული უთანხმოების კონტექსტში.რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, სურს შემცვლელი სამხედრო კომპანია, რომელზეც მას მეტი კონტროლი ექნება. თუმცა, არც ერთი სხვა ცნობილი რუსული სამხედრო კომპანია ამჟამად არ უახლოვდება ვაგნერის ზომას ან ძალას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....