დედის დღე, 3 მარტს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. ამ დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა საბოლოოდ, 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება.
დედის დღეს დასავლეთის ქვეყნებშიც აღნიშნავენ, ოღონდ 11 მაისს. მისი თანამედროვე ფორმებით დაარსების პირველწყაროდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. თავად დედის დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებს.
საქართველოში ამ დღესასწაულმა, მოგვიანებით მოიკიდა ფეხი და არა მაისში, არამედ მარტში აღინიშნება.
ეს დღესასწაული უმრავლეს შემთხვევაში თაიგულის მირთმევით გამოიხატება.
დედის დღე, 3 მარტი, ოფიციალურად უქმე დღედ არის გამოცხადებული.