ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“აქედან ვინც ჩამოდის, ყველამ ჯოჯოხეთი გაიარა… არ გინდათ, ნუ აკეთებთ ამას” – რა მიმართვას ავრცელებს ვანო ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის ქართულ საპოლიციო უწყებებს მიმართავს და მერძოლთა პატივისცემისაკენ მოუწოდებს.

„სასაზღვრო პოლიციის, კრიმპოლის, სუსის რიგით თანამშრომლებს მოგმართავთ.
დღესაც სცადეთ უკრაინიდან ჩამოსული მებრძოლების შეყოვნება აეროპორტში , უბრალოდ იმის გამო რომ უფროსობამ გიბრძანათ. ბიჭებო არ გინდათ და ნუ აკეთებთ მაგას აქედან ვინც ჩამოდის ყველამ ფაქტიურად ჯოჯოხეთური ომი გაიარა , ისეთი ომი გაიარა რომ უმეტესობას მარტო კინოებში გაქვთ ნანახი და ეს ომი მარტო უკრაინის არაა ,ეს ომი თქვენც გეხებათ,მეც და ჩვენ ოჯახებსაც.
მოექეცით პატივისცემით ამ მაგარ კაცებს ჩემი თხოვნაა ბიჭებო.
თქვენთვის მაგ დავალებების მომცემები ძალიან მალე გაიქცევიან და ჩვენ კიდევ ჩვენ სამშობოლოს მომავალშიც უნდა ვემსახუროთ ერთად.
დიდება საქართველოს, დიდება ჩვენ სამშობლოს.
P.S. ხო დამავიწყდა ქვემო ქართლის სუსი, ის შავი კაცი აქეთ აღარ გამოუშვათ , ველოდებით…. ხო მიხვდით? “ , – წერს ის.

იტვირთბა....