საზოგადოება

მიზეზი: ზოდიაქოს რომელი ნიშნები ვერ შოულობენ ფულს

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მმართველი პლანეტიდან გამომდინარე სხვადასხვა ნიჭი და შესაძლებლობა აქვთ. აქედან გამომდინარე, ფინანსებთან მიმართებაშიც ზოდიაქოს ნიშნები სხვაგვარად იქცევიან. წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ნიშნებს, რომელთაც ფინანსებთან ურთიერთობა შედარებით არ გამოსდით:

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს უჭირთ გამდიდრება. ამ ნიშნებს  – ლომი, მშვილდოსანი და ვერძი მიეკუთვნებიან.

ვერძისთვის ფინანსებზე მნიშვნელოვანი დიდებაა, ამიტომ ფულის მიმართ ზერელე დამოკიდებულება აქვთ. სულსწრაფები არიან და ძნელია მათთვის იმპულსურობის მიტოვება.

ლომისთვის ფინანსების მოძიება მარტივია, მაგრამ რთულია მისი შენარჩუნება. ლომი თუ ისწავლის მეტ ეკონომიურობას, მაშინ პრობლემებს გადაჭრის.

მშვილდოსანი უყაირათო მხარჯველია. სასურველია მათ იპოვონ ისეთი სფერო, სადაც მოღვაწეობა მოეწონებათ, რომ გამომუშავება არ გაუჭირდეთ.

ასევე ფინანსურ სფეროში ვერ ბრწყინავენ ჰაერის ნიშნები , ტყუპები, სასწორი და მერწყული. მათი  მთავარი პრობლემა არის ის, რომ ძალიან უჭირთ ერთ საკითხზე კონცენტრაცია. იდეურად შემოქმედებითი ნიშნები არიან, თუმცა ფინანსების მოზიდვა მათთვის გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენს.

ტყუპებს აინტერესებთ ემოციების ცვლა. ნებისმიერი სფერო რაც ემოციების ცვლასა და მოძრაობას გულისხმობს, მათ ფინანსურ წარმატებას მოუტანს.

სასწორის დამოკიდებულება ფულის მიმართ შედარებით მსუბუქია. სასწორიც მფლანგველი ნიშანია, დიდად არ აღელვებს ფული. სასწორისთვის კარგი სფეროებია ის, სადაც კონტაქტები, მოლაპარაკებები, ურთიერთოებია წინა პლანზე.

მერწყულს უამრავი იდეა მოსდის თავში, მაგრამ მას რეალიზება სჭირდება. ამიტომ მას სჭირდება პრაქტიკული გონების ნიშანი, რომელიც დაეხმარება მათ რეალიზებაში.

მომზადებულია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიხედვით.

იტვირთბა....