საზოგადოება

რატომ არ გყავთ საყვარელი პარტნიორი: ფსიქოლოგები მიზეზებს წარმოგვიდგენენ

ფსიქოლოგები წარმოგვიდგენენ რამდენიმე მიზეზს, რომელიც ქალს ხელს უშლის მამაკაცთან ურთიერთობების დაწყებასა და განვითარებაში:

ზედმეტად აქტიურობთ – გუშინ გაიცანით, მოგწონთ და დღეს უკვე ასობით მესიჯი მიწერეთ. უფრო მეტიც-კვირის ბოლოს საღამო დაუგეგმეთ თქვენთან ერთად. მსგავსი საქციელი ქალის ფსიქოლოგიაზე კარგ წარმოდგენას კაცს ხშირ შემთხვევაში არ უტოვებს.

„მოთამაშე“ კაცს ირჩევთ – ცნობილია რომ ფსიქოლოგიურად ერთი და იმავე ტიპაჟის ადამიანები მოგვწონს. და თუ თქვენ წარსულში ურთიერთობებით „მოთამაშე“ მამაკაცი არსებობს, მით უფრო, თუ ამგვარი შემთხვევა რამდენჯერმე გქონიათ, ეს გულისხმობს რომ სავარაუდოდ გიზიდავთ ამგვარი მამაკაცები. რა თქმა უნდა, დამოკიდებულების შეცვალზე უნდა იფიქროთ. ფაქტი, რომ ამგვარი ურთიერთობები კარგად არ სრულდება, უკვე ბევრი გაქვთ.

პრინცესობა გინდათ – ცდილობთ თქვენ გვერდით მყოფი მამაკაცი მოგეპყროთ როგორც პრინცესას- უსიტყვოდ შეასრულოს თქვენი მითითებები, გაგიფრხთილდეთ, როგორც ყველაზე სათუთ არსებას… ეს ძალიან მოსაწყენი და უცნაურია.

ურთიერთობებს გაურბიხართ – ეს არ ნიშნავს, რომ არ გინდათ, ეს ნიშნავს, რომ გეშინიათ, ან გრცხვენიათ. აუცილებელია ეს დაამარცხოთ, რადგან ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს და თუ მამაკაცი თქვენ მიმართ ინტერესს გამოხატავს, პასუხად მზერა და ღიმილი მაინც უნდა დაუბრუნოთ.

ზედმეტად მომთხოვნი ხართ – თქვენ გინდათ ყველაზე სიმპათიური, განათლებული, კარგი მანერების მქონე.. მოკლედ, სია არ სრულდება, რეალობა კი ის არის, რომ სრულყოფილი ბუნებაში არაფერია, თქვენც მათ შორის, ამიტომ მარტო ხართ.

ფიქრობთ, რომ ცინიზმი თქვენი ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა-სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ თვითშეფასება დაბალი გაქვთ და თავდასხმით ცდილობთ თავდაცვას. მითუმეტეს წარმოუდგენელია თქვენმა ცინიზმმა მამაკაცი მოხიბლოს,  და უფრო მეტად-სწორედ მისკენ მიმართულმა თქვენმა ცინიზმმა. აქვე შეგიძლიათ გააერთიანოთ კრიტიკაც-თუ მეტისმეტად კრიტიკული ხართ, ეს პრობლემებს ურთიერთობების დასაწყისშივე შეგიქმნით.

იტვირთბა....