საზოგადოება

გამოცდილი რეცეპტი: შეიღებეთ თმა ბუნებრივი საშუალებებით

თმის ქიმიური საშუალებებით შეღებვამ მისი ხარისხის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა რა ბრენდის პროდუქციას იყენებთ, ან რა ფასს იხდით ქიმიურ საღებავებში, უარყოფითი შედეგისგან დაზღვეული არავინ არის. თუმცა, გამოსავალი არსებობს, რადგან  შესაძლებელია თმის ბუნებრივი საშუალებებით შეღებვაც. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არჩევანი დიდი არ არის, მაგრამ, თმის სიჯანსაღის დაცვა გარანტირებულია.

ქერა თმისთვის – ლიმონის წვენი ქერა თმის შესაღებად ერთ-ერთი ცნობილი საშუალებაა. ლიმონში შემავალი ნივთიერებები ყველაზე მეტად  ღია ფერის თმას უხდება. საჭიროა ორი ცალი ლიმონის წვენი გახსნათ ნახევარ ჭიქა წყალში და დაუმატოთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ნესტიან თმაზე შეისხურეთ ეს ნაყენი ისე, რომ თანაბრად გადანაწლდეს მასზე.  მინიმუმ ოცი წუთი მზეზე გააშრეთ თმა. შედეგი გაგაოცებთ.

წითელი თმისთვის – კარკადე (ინდური ვარდი) და კალენდულა თმას მუქ წითელ შეფერილობას აძლევენ. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ მათი ყვავილის ფოთლები, რაც უფრო მეტი ფოთოლი გექნებათ, მით უკეთესი. ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში, გამორთეთ და გაციებას დაუცადეთ. გადაივლეთ ნაყენი სუფთა, ნესტიან თმაზე. ამ ხერხის რამდენჯერმე გამეორების შემდეგ თქვენ თმას წითელი შეფერილობა მიეცემა.

შავი თმისთვის- კაკლის ნაჭუჭს მუქი შეფერილობის მიცემა შეუძლია, როგორც თმისთვის, ასევე -კანისთვის. ამიტომ მისი გამოყენება საფრთხილოა და აუცილებელია ხელთათმანები გეკეთოთ.  დაფქვით კაკლის ნაჭუჭი და დაასხით წყალი (რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი თმის სიგრძეზე). დააყენეთ მთელი ღამის განმავლობაში. შეიზილეთ ნაყენი სველ, სუფთა თმაზე და გაიშრეთ ნახევარი საათი მზეზე. გაიმეროეთ ეს რამდენჯერმე და შედეგი თვალსაჩინო გახდება.

drprem.com

 

იტვირთბა....