უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ POLITICO“ – თან ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინამ ამ ორდერის გაცემამდე დიდი ხნით ადრე იცოდა, რომ პუტინთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა.
„ჩვენ ვიცოდით დიდი ხნით ადრე ICC-ის დაკავების ორდერამდე, რომ პუტინთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გასული წლის 30 სექტემბერს მიიღო სამართლებრივი რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან შეუძლებელი იყო რუსეთის მიერ უკრაინის დამატებითი ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საპასუხოდ”, – განუცხადა POLITICO-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ.