ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკონტროლო კრიმინალი – ბაგებში, კაცს სახლთან ნიღბიანები დახვდნენ და დაჭრეს

უკონტროლო კრიმინალი – ბაგებში, კაცს სახლთან ნიღბიანები დახვდნენ და დაჭრეს. თავდასხმაში, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

დაშავებულია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ერთ-ერთი ვერსიით, მას დაზიანება ბლაგვი საგნით და ხელკეტებით მიაყენეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ნიღბიანმა თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიენო მოქმედებები.

ამ დროისთვის, სისხლიანი დაპირისპირების მოტივი უცნობია.

იტვირთბა....