ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუნდაძე თვლის, რომ კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტია და გამარჯვებას ულოცავს

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატი, “ხალხის ძალის” დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში კაჭარავას რაგბის ნაკრების გამარჯვებას ულოცავს:

“ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი წარმატება!
გილოცავთ და ვულოცავ რაგბის ეროვნულ ნაკრებს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!
ვულოცავ ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრს და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს დავით კაჭარავას ამ გამარჯვებას!, – წერს ხუნდაძე.

ცნობისთვის, რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძეა. დავით კაჭარავა კი რაგბის ფედერაციის
გამგეობის თავმჯდომარეა.

იტვირთბა....