პოლიტიკური პარტიის “ტრიბუნა” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:
“ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ შორდება.
განქორწინება დაწყებულია და მალე დასრულდება.
ანუ, კობახიძის საჯარო დატუქსვა, სწორედ ივანიშვილის პოზიციაა, რადგან პოლიტიკური ლიდერების ადვოკატები პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებენ, მათ პოზიციას ახმოვანებენ.
იმ 78 -მა დეპუტატმა კი ისეთი პირდაპირ განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს, ქუჩაში ვეღარ გავლენ.
თან, ივანიშვილმა პრემიერს დასცინა საჯაროდ, რაც გინდათ ის დაუძახეთო და ეჭვი მეპარება ამ უსახელო დეპუტატების ბედზე წუხდეს დიდად.
ჯოხი კობახიძეზე გადატყდება, თუმცა ვალდებულია გადაიტეხოს, რადგან ყოველთვის მისი ბინძური თამაშების მთავარი აქტორი იყო.
რაც შეეხება „ოცნების“ იმ დეპუტატებს, ვიზეც ინფორმაცია ვრცელდება პარტიას ტოვებენო, მათ თავისი პოლიტიკური წონა გააჩნიათ, პირდაპირ არიან დაკავშირებული ივანიშვილთან და პოლიტიკაში კობახიძეებს და ღარიბაშვილებს არმოუყვანიათ, ასე რომ…”