თურქეთში, მიწისძვრისგან დაზიანებულ რეგიონებში წყალდიდობაა.
მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წყლის ნაკადის მიერ გატაცებული ბავშვი მაშველებმა გადაარჩინეს.
ამ წუთებში, წყლის ძლიერ ნაკადს მანქანები და ადამიანები მიაქვს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარ ძლიერ მიწისძვრებს 48 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.