კრემლის პროპაგანდისტი, ვლადიმერ სალავიოვი საქართველოს პრემიერიმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინ „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.
“საქართველოს პრემიერი კაცია და კვერცხები აქვს” , – აღნიშნა მან ღარიბაშვილზე.
შეგახსენებთ ნაწყვეტს ღარიბაშვილის ინტერვიუდან:
„თქვენ ახსენეთ ზელენსკის მიმართვა […] ომში მყოფი როდესაც იცლი და აქ საქართველოში რამდენია ათასი ადამიანის მიერ გამართულ დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს უკვე პირდაპირ მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, რომ აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს […] გამოვიდა კლიჩკო, გამოვიდა ფეიგინი, ვიღაც გაუგებარი ადამიანები, გამოვიდნენ კიდევ სხვებიც, უკრაინელი პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული “ლუზერები”, რომლებიც ამბობენ, რომ საჭირო არის ცვლილება და რაღაც სცენარები, გადატრიალება […] პირდაპირ ჩარევაა. მე არ მინდა, ეხლა ადამიანი ომშია. მინდა ყველას ვუსურვო წარმატება და ამ ომის დროულად დასრულება და სიმშვიდე და ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ ჯერ მიხედეთ თქვენ თავს და მიხედეთ თქვენს ქვეყანას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას ეს მინდა ვუთხრა ყველას” .