ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აგენტების შესახებ არავითარი კანონის პროექტი კანადაში არ არსებობს” – რომან გოცირიძე

პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ახალ პროპაგანდისტულ მესიჯს, რომლის მიხედვითაც, თითქოს, კანადაში „უცხოეთის გავლენის აგენტების“ მსგავს კანონპროექტზე მსჯელობენ.

მისი თქმით, აგენტების შესახებ არავითარი კანონის პროექტი კანადაში არ არსებობს, მხოლოდ მსჯელობა მიდის, როგორ მოიქცნენ ისეთ შემთხვევებში, როგორც მათი აზრით, ჩინეთი იქცეოდა.

„რუსეთმა wwf-ი, ბუნების მსოფლიო ფონდი, უცხოურ აგენტად გამოაცხადა. ამ ფონდს საქართველოში ორმოცდაათზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული, რომლის საერთო ბიუჯეტი 40 მილიონ დოლარს აღემატა.
წყალწაღებულები “ქართული ოცნებიდან” ხავსს ეჭიდებიან და რაღაც გამამართლებელ მაგალითებს ეძებენ. აგენტების შესახებ არავითარი კანონის პროექტი კანადაში არ არსებობს, მხოლოდ მსჯელობა მიდის, როგორ მოიქცნენ ისეთ შემთხვევებში, როგორც მათი აზრით, ჩინეთი იქცეოდა. ეჭვი აქვთ, რომ არჩევნებში ერეოდა.
იქ საუბარია იმაზე, თუ როგორ გაანეიტრალონ უცხო სახელმწიფოების მტრული ზემოქმედა, ჩვენთან კი სურთ კონტროლი დაუწესონ არა თუ უცხო სახელმწიფო, არამედ სახელმწიფოებისგან დამოუკიდებელ ბუნების ფონდს, რომელიც ეხმარება ქვეყანას დაცული ტერიტორიების მოწყობაში ან გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაში და აგენტის იარლიყი მიაწებონ. რუსეთის მსგავსად, ჩვენთანაც მათი ქართული განყოფილება უცხოური აგენტი იქნება.
ღარიბაშვილის გუშინდელი უგუნური გამოსვლის შემდეგ, როცა გაზისაგან დამცავი ნიღაბი თუ წყლის ჭავლისაგან დამცავი საწვიმარი ლაბადა სატანისტურ სამოსად გამოაცხადა, გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთი ფრინველი თუ ცხოველი ოპოზიციის მიერ გამოყვანილ საშიშ ძალად(აგენტად) მოიხსენიოს. მათი პროპაგანდა ხომ პირდაპირ რუსულის კალკია, იქაც ხომ უკრაინულ მებრძოლ ბატებსა და კოღოებს დასდევენ“ , – წერს გოცირიძე.

იტვირთბა....