მთავარი საზოგადოება

სპეციალისტის სასარგებლო რჩევა: რა გავაკეთოთ, რომ ტელეფონი სწრაფად არ დაჯდეს

სპეციალისტები ასახელებენ 7 მიზეზს იმისა, თუ რატომ ჯდება ტელეფონი სწრაფად:

თქვენ ტენით ტელეფონს 100%-მდე

ექსპერტები ამბობენ, რომ დატენვის ოპტიმალური დონე ბატარეის უსაფრთხოების თვალსაზრისით 30-დან 80%-მდეა. უმჯობესია, დატენოთ ტელეფონი დღეში რამდენჯერმე, რომ შეინარჩუნოთ ეს ბალანსი.

თქვენ აძლევთ ტელეფონს “სიკვდილის” უფლებას

ყოველ ჯერზე, როცა თქვენი ტელეფონის აკუმულატორის ენერგია ექტრემალურად დაბალი დონეზეა, ძალიან ცუდია. ასე თქვენ ამცირებთ ბატარეის პოტენციალს.

ექსპერტები ამბობენ, რომ აკუმულატორის 0%-მდე დაყვანა შეიძლება მხოლოდ 2 თვეში ერთხელ. ეს მნიშვნელოვანია მისი კალიბრაციისთვის. უფრო ხშირად – არ ღირს.

 

თქვენ უშვებთ აკუმულატორის გადახურებას

iPhone-ის და სხვა სმარტფონების ბატარეას არ უყვარს ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა. ეცადეთ, არ გამოიყენოთ ტელეფონი ყინვაში ( ნულ გრადუსზე ქვემოთ) და პლაჟზე (35 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა საზიანოა სმარტფონისთვის).

არ დაგრჩეთ ტელეფონი ზაფხულში ფანჯრის რაფაზე, ზამთარში კი – მანქანაში.

 

თქვენ შეგიყვარდათ უსადენო სატენი!

და ახლა მას ყოველდღიურად ხმარობთ? უსადენო სატენი საშუალებები ბატარეას ახურებენ!

 

თქვენი iPhone ხურდება დატენვის დროს

თუ ტელეფონი რბილ გადასაფარებელზე დევს დატენვის დროს, მაშინ მისი აკუმულატორი გადახურდება. ეცადეთ, დატენვის დროს ტელეფონი მაგიდაზე ან ტუმბოზე დადოთ – და სითბოს სხვა წყაროებისგან შორს.

 

თქვენი “სათადარიგო” ტელეფონი მუდმივად დამჯდარია!

ბევრ ჩვენგანს აქვს ტელეფონი, რომელსაც სათადარიგოს ფუნქცია აქვს. დიდი შეცდომაა, თუ ეს ტელეფონი მუდმივად დამჯდარია.

თუ ტელეფონს აქტიურად არ ხმარობთ, ეცადეთ მისი ბატარეა 50%-ზე მეტად იყოს დატენილი.

 

თქვენ ხმარობთ სხვა დამტენ საშუალებებს

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი ჩვენგანი დამატებითი დამტენის ყიდვის შემთხვევაში, ყიდულობს ყველაზე იაფიანს. არაორიგინალი დამტენი საშუალებები კი, ხშირად, ტელეფონის აკუმულატორის ყველაზე დიდი მტერია.

einteres.ge

იტვირთბა....