ბრიტანელმა და ებრაელმა მეცნიერებმა ნაზარეთში იმ ნასახლარს მიაკვლიეს, სადაც მაცხოვარი გაიზარდა. ამის შესახებ livescience.com წერს.
მეცნიერების ვარაუდით, დიდი ალბათობით, ეს სახლი ქალწულ მარიამს და დურგალ იოსებს ეკუთვნოდათ. სახლი კირქვითაა მოპირკეთებული და კლდოვან ფერდობზეა განთავსებული.
პირველად ის 1880 წელს ნაზარეთის მონასტრის მონაზვნების მიერაა აღმოჩენილი. ვიდრე მეცნიერები ამ დასკვნამდე მივიდოდნენ, სპეციალისტები სახლის ნანგრევებს ბრიტანელი არქეოლოგის, რედინგის უნივერსიტეტის პროფესორ კენ დარქის ხელმძღვანელობთ, 2006 წლიდან იკვლევდნენ. მისი ვარაუდით, სახლი პირველი საუკუნით თარიღდება, როდესაც ნაზარეთში 50-მდე სახლი იდგა.
კირქვიან ბორცვში გამოთლილი საცხოვრებელი რამდენიმე ოთახისაგან შედგება. შემორჩენილია ერთი კარიც. სახლის ორივე მხარეს თითო სამარხია. არქეოლოგებმა კირქვის საოჯახო ნივთებიც აღმოაჩინეს. სახლი ნაზარეთის დედათა მონასტრის ძირში მდებარეობს.