ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბაჩო ახალაიას მეუღლე განცხადებას ავრცელებს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ექს-მინისტრ ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი პასუხობს გავრცელებულ ინფორმაციას, მისი საარჩევნო სიაში მოსალოდნელ ჩასმასთან დაკავშირებით.

“ჩემო საყვარელო მეგობრებო და თანამებრძოლებო, დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ვთვლი რომ უბრალოდ მოქალაქის პოზიციიდანაც კი მეც, ისევე როგორც თქვენ, შემიძლია მონაწილეობა მივიღო ამ ისტორიულ ბრძოლაში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, ვიბრძოლოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, ვიბრძოლოთ რუსი ოლიგარქის დამარცხებისთვის, ვიბრძოლოთ ევროპული და ერთიანი საქართველოსთვის, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის!
ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთი უბრალო რიგითი ჯარისკაცი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე თქვენთან ერთად!
დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და სიყვარულისთვის. ჩვენ ყველას წინ დიდი ბრძოლა გვაქვს, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ!”-წერს ანი ნადარეიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ,  მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” სამეგრელოში კენჭს იყრის ანი ნადარეიშვილი.

იტვირთბა....