პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მისული მსახიობი, ნანკა კალატოზიშვილი, პოლიციას, ქართულ ჯარს და ძალოვან სტრუქტურებს მიმართავს და მათ გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.
“მე მინდა მივმართო პოლიციას, ქართულ ჯარსა და ძალოვან სტრუქტურებს, მინდა ვუთხრა, რომ გამოფხიზლდნენ და გადაწყვიტონ, რომელ ქვეყანას ემსახურებიან, მათ ახლა შეუძლიათ ისტორიის დაწერა და უნდა მიხვდნენ, რომ მათ ხელით ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადიან”, – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.