ეკა მიშველაძე „ფეისბუქზე“ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტს სოციალურმა ქსელმა მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოების ნაკრები „დაუმზადა“, რასაც ეკა მიშველაძე გამოეხმაურა:
„აი ახლა ცუკერამ (იგულისხმება ცუკერბერგი) გამახსენა, ორი წლის წინ დამეგობრდითო შენ და ბუკაო და აჰა გადახედეო, ნახე რა იყო და როგორო! ყოველი წამი მახსოვს და მიყვარს“.
შეგახსენებთ, რომ ეკა მიშველაძის მეუღლე, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. მიმდინარეობს გამოძიება.