ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატს შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძის მოხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი კომენტარს აკეთებს.
ხატიაშვილი სასამართლო სისტემაში ხელისუფლების დიდ ინტერესზე და ჩარევის მცდელობაზე აკეთებს აქცენტს.
“თუ ხელისუფლებისთვის არ იყო ამორალური ევა გოცირიძის მიერ ლევან მურუსიძის მხარდაჭერა, ეს კითხვებს აჩენს. ფაქტობრივად, როდესაც აღმოჩნდა, რომ ევა გოცირიძემ მიიღო ხელისუფლების წარმომადგენლების ხმები, ეს უკვე ადასტურებს იმას, რომ ლევან მურუსიძეს ლობირებდა ხელისუფლება ევა გოცირიძის ხელით. ვაპირებ, კვირიკაშვილი გავაფრთხილო, რომ სახელმწიფო აღმოჩნდება ცუდ მდგომარეობაშ, თუ ევა გოცირიძის წარდგენა მოხდება. მე და ანა ნაცვლიშვილიც ალბათ შემომიერთდება, წავალთ ევროპის საბჭოში და შიმშილობას გამოვაცხადებთ”. – აცხადებს ხატიაშვილი.
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატის ვინაობა ცნობილია. კომისია მთავრობას ევა გოცირიძის, ანა დოლიძის, გიორგი ბადაშვილის, ნანა მჭედლიძის და ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურებს სთავაზობს. ხუთი კანდიდატიდან მთავრობა, სამს შეარჩევს, მათგან კი ერთს საბოლოოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები შემოდგომაზე დაამტკიცებენ.