ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები დეკემბერში მაღალი ტემპით გაიზარდა – ეროვნული ბანკი

2023 წლის იანვარში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 163.5%-ით მოიმატა და 444.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 12.7%-ით 26.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული:

“რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები იანვარში კვლავ მაღალი იყო და 268 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 12-ჯერ მეტია.
იანვარში რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მაღალი ტემპით, 60.1 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 1.0 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია ასევე ყაზახეთიდან 32.1 პროცენტით გაზრდილი გზავნილებიც, ხოლო აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ შემცირებას განაგრძობს. მაღალი ტემპით, 40.8 პროცენტით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრებიც”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....