ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ ევროკავშირის სტატუსი არ იქნება წლის ბოლოს – ზურაბ ჯაფარიძე

[su_quote]ძალიან ცხადია, ამ კანონთან მიმართებაში გასაგებად გვეუბნებიან დასავლეთიდან, რომ ჩვენთან თუ მოდიხარ, ეს კანონი არ უნდა მიიღო, თუ მიიღებთ ამ კანონს, ჩვენთან ვეღარ წამოხვალთ, ამას გეუბნება ევროკავშირი, ნატო, ამას გეუბნებიან ამერიკელები, ყველა. რა ახსნა სჭირდება, მარტივი გასაგებია, ან უჯერებ ნედ პრაისს და ევროკავშირს, სადაც გვინდა რომ წავიდეთ, ან უჯერებ ირაკლი კობახიძეს, როცა ბოდავს რაღაცებს. აღარ არსებობს მე მგონი კითხვის ნიშნები. ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ სტატუსი არ იქნება წლის ბოლოს, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დიდხანს დავრჩებით წუმპეში. გრძელვადიანად ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ იარსებებს დამოუკიდებელი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, გაქრება, ვიქნებით რუსეთი და ბელარუსი[/su_quote]

განაცხადა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც საზოგადოება ამ წუთებში “რუსული კანონის” განხილვას აპროტესტებს.

იტვირთბა....