ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

20 გასროლის შემდეგ, საბაშვილი დაჭრილს იარაღის კონდახს ურტყამდა – გორში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მკვლელობით დასრულებული ბიზნეს რეკეტი გორში – საქმეს ნაფიც მსაჯულები არ განიხილავენ.

ნიკა საბაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ პროკურატურამ დაკავებულ კაცს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით სპეციალურად წაუყენა, რათა საქმე ნაფიც მსაჯულებისთვის აერიდებინათ.

გამოძიებით კი შემწარავ დეტალებს ასაჯაროებს და ამბობს, რომ 20 გასროლის შემდეგ, საბაშვილი დაჭრილ მსხვერპლს იარაღის კონდახს ურტყამდა. დღეს დაპატიმრებული ბიზნესმენის აღკვეთი ღონისძიების შესახებ გორის რაიონულ სასამართლოში იმსჯელებენ.

“გვიან ღამით წარედგინა ბრალდება ნიკა საბაშვილს. ბრალდების ფორმულირება ამგვარია: მან ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა. 108-ე მუხლი გულისხმობს, დამთავრებულ მკვლელობას. ეს მუხლი იმიტომ მოაცილა ბრალდების მხარემ, რომ სწორედ ეს მუხლი ითვალისწინებს ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს განხილვის შესაძლებლობას და ბრალდების მხარემ ეს უფლება, ფაქტობრივად, წაართვა ბრალდებულს. ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ გადაწყვეტილების ფგასაჩივრებას ზემდგომ პროკურორთან. შემდგომ სასამართლოში ჩვენ ამ უფლებას აუცილებლად გამოვიყენებთ”-აცხადებს საბაშვილის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე “ტვ პირველთან”.

კაცს, რომელიც ერთი პირის მკვლელობასა და ერთ პირის დაჭრაშია ბრალდებული, 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ბიზნეს რეკეტი, რომელიც სისხლიანი გარჩევით დაიწყო და მკვლელობით დასრულდა – განზარხ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ბიზნესმენია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ნიკოლოზ საბაშვილმა 31 წლის ირაკლი კობერიძე ავტომობილში 20 ტყვიით ჩაცხრილა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო: ტვ პირველი

იტვირთბა....