ახალი ამბები მთავარი

მამუკა კაციტაძე: 90-იანი წლების შემდეგ ასეთი დანაშაული არ მახსოვს

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიშვილის მოსანახულებლად საავადმყოფოში პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ, მათ შორის ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე.

“90-იანი წლების შემდეგ ასეთი დანაშაული არ მახსოვს თბილისში,”- განაცხადა კაციტაძემ.

მამუკა კაციტაძე პეტრიაშვილის დაჭრის შემდეგ უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დანაშაული პირადი მოტივითაც რომ იყოს ჩადენილი, ის მაინც კრიმინალია.

“დავუშვათ პირადია, ჯერ ერი არავინ არ იცის, პირადი თუ არის კრიმინალი არ არის?“- აცხადებს კაციტაძე.

შეგახსენებთ, საბურთალოს სასაფლაოზე ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს

იტვირთბა....