ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს ომბუდსმენის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის – ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელით ომბუდსმენობის ახალი კანდიდატურის არჩევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სახალხო დამცველობას არ იმსახურებს არავინ,ვინც ახლა „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტს არ ებრძვის.

„ჩემთვის არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის, არ იბრძვის, განგაშის ზარებს არ რეკავს, არ ხმაურობს, ხალხს არ აფხიზლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ატალახებს. ეს არის ჩემთვის ტესტი“ , – წერს ლომჯარია.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტს ახალი სახალხო დამცველი ჯერ არ აურჩევია და მის მოვალეობას ლოჯარიას მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ასრულებს.

იტვირთბა....