ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვინც გარეთ არ დგას ან გარეთ დგომას არ აორგანიზებს, არის ან უმწიფარი, ან მშიშარა ან შეკრული” – ლევან ბუთხუზი

აქტივისტი, ბიოლოგი ლევან ბუთხუზი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„არავითარი ილუზია არ მაქვს, რომ ამ რუსულ კანონს არ მიიღებენ, ისე როგორც არ მქონდა ილუზია, რომ გვარამიას არ დაიჭერდნენ. “სტრასბურგში წავიღებთ და Заграница нам поможет”, ჩემი აზრით, არის უმწიფარი პოლიტიკური გათვლა (იმედი მაქვს რომ მხოლოდ ესაა და “წამღებთაგან” არავინაა შეკრული). საჩივრის “ევროპებში წაღებას” და დიპლომატიურ ფრონტის გახსნას ხელს არ უშლის გარეთ დგომა. მეტიც – გარეთ დგომის გარეშე “ზაგრანიცა ნამ ნე პომოჟეტ!”.
ვინც გარეთ არ დგას ან გარეთ დგომას არ აორგანიზებს არის ან უმწიფარი, ან მშიშარა ან შეკრული. ყველა შემთხვევაში იწვევს უნდობლობას. თვითორგანიზების ილუზიაც ნუ გვექნება. ვნახეთ, რომ ეს უშედეგოა.
მრავალი ფრონტიდან გვიტევენ და ჩლუნგები ან გამყივლები თუ არ ვართ, მრავალ ფრონტზეა საჭირო თავდაცვა და კონტრშეტევა.
წყლის ნაყვა იქნება მერე ჩვენ “ოპოზიციურ ისტაბლიშმენტთან” ლევილში ჩხუბი.
ვისაც გსურთ თავისუფლების ფლაგმანი იყოთ, გვითხარით ჯარისკაცებს სად მოვიდეთ, როდის, რამდენჯერ და რა კონკრეტულ შედეგს ვდებთ დღეს, ხვალ, ზეგ… “ , – წერს ბუთხუზი.

იტვირთბა....