ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

EU-ს გასაღები ბრიუსელში გვეგონა, თურმე “ვივამედში” ყოფილა – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი გააკრიტიკა.

მისი თქმით, არ შეიძლება ევროკავშირის ელჩს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი სააკაშვილის გათავისუფლებამდე დაჰყავდეს.

“ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში და თურმე ყოფილა “ვივამედში”. ახლა რაც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა, ამას ნიშნავს ზუსტად, რომ ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია უფრო მეტს ბრიუსელში უნდა დადიოდეს თუ “ვივამედში”, ეს ცოტა საკითხავია.

როგორ შეიძლება ევროკავშირის ელჩმა ასეთი რამ განაცხადოს, რომ ამდენ საუკუნოვანი მისწრაფება ევროინტეგრაციის, რასაც თვითონაც აღიარებენ და ჩვენც ვამბობთ, დაიყვანო კრიმინალ სააკაშვილის თავისუფლებაზე, რასაც, სხვათა შორის, ევროპული საერთაშორისო სასამართლოც კი ეთანხმება”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან, გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....