ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააკაშვილის ადვოკატები პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ახალ სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები პროკურატურაში შეიტანენ სარჩელს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის იუსტიციის მინისტრის, მხრიდან სააკაშვილისადმი გაკეთებული დამამცირებელი განცხადებების გამო.

„ჩვენ ვნახეთ გუშინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმოწერილი დოკუმენტები. ვნახეთ დემარში, რომელიც იუსტიციის მინისტრთან განცხადდა. ასევე, ვნახეთ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა. დღეს, ჩვენ მოვიპოვებთ ამ დოკუმენტებს. დაცვის მხარე ამჟამად ელოდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს, უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღე არის რაც საქმე შემოსულია სასამართლოში, თუმცა პროცესი არ ჩანიშნულა. გავარკვევთ, დღეს იმედია გაირკვევა როდის იქნება პროცესი.

რა თქმა უნდა გაჭიანურება გახლავთ, რა თქმა უნდა, მომაკვდავი პატიმრის საკითხი უკვე მეოთხე დღეა, თუ არა მეხუთე დევს სააპელაციო სასამართლოში და ჯერ როგორც ჩანს დირექტივა არ მიუღიათ ზევიდან, რა უნდა გააკეთონ.

დღეს შევიტანთ პროკურატურაში საჩივარს, არამარტო “ვივამედთან”, ასევე პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით, იმ გაყალბებულ ოქმებზე, არაადეკვატურ მკურნალობაზე და მთელ რიგ დარღვევებზე, რომლებიც ამ კლინიკის და პენიტენციური სამსახურის მიერ იქნა დაშვებული. ასევე, დამატებით შევიტანთ განცხადებას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება იუსტიციის მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც აკეთებენ არაადამიანურ განცხადებებს, დამამცირებელს, სააკაშვილის მიმართ”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

იტვირთბა....