aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ე.წ. აგენტების კანონის განხილვა კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ხდება – გიორგი გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ტვიტერზე“ პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ კანონის მიღება „ქართული ოცნების“ მხრიდან მოღალატეობრივი ქმედებაა.

„ე.წ. აგენტების კანონის განხილვა, რასაც კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ასრულებს ქართული ოცნება, წარმოადგენს მოღალატეობრივ მცდელობას, საქართველოს წაართვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა და ამავე დროს, შეინარჩუნონ ძალაუფლება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი” , – წერს გახარია.

იტვირთბა....