ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„იმ დოკუმენტში კიდევ მეორე რამ წერია – რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას.

მისი თქმით, აღნიშნულ რეზოლუციაში წერია, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო.

„ამას ემატება ჩადენილი ღალატი – ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც ეწერა, რომ ქართულ ჯარს თითქოს დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი, რაც „ნაცმოძრაობამ“ დააბრალა იმ დოკუმენტზე ხელმოწერით. ჩვენ ბოლომდე დავიცავით ჩვენი ჯარის პოზიციები და ბოლომდე გავიტანეთ სიმართლე. მაგრამ იმ დოკუმენტში კიდევ მეორე რამ წერია – რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი. „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ომი დაიწყო სააკაშვილმა. ამასთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....