ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვენეციის კომისიაში რატომ, Госдума-ში გააგზავნონ — ელისაშვილი აგენტების კანონპროექტებზე

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „ხალხის ძალის“ ძალის მიერ პარლამენტში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ ინიცირებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი არა ვენეციაში, არამედ რუსეთში უნდა გაგზავნოს.

„რა ვენეცია, რა ფლორენცია, თავისი არსით, შინაარსით ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული კანონი — ახალიც და ძველიც. ეს არის რუსული წამოწყება, რუსული იდეა, რუსული ინიციატივა, შესაბამისად გააგზავნონ იქ, მარია ზახაროვების და მისთანების ქვეყანაში, მათ დაწერონ ექსპერტიზა და გამოაგზავნონ. ამ ხალხს არ უნდა ევროპაში ცხოვრება, ამათ უნდათ, რომ ვიყოთ რაღაც გუბერნია. ეს კანონი საქართველოს პარლამენტში არ უნდა გავიდეს, ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული კანონი არ უნდა გავიდეს ქართულ პარლამენტში და მე, როგორც ერთ დეპუტატს რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“, — განაცხადა ელისაშვილმა.

იტვირთბა....