ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

VIDEO: ამ წუთებში პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – რა მოხდა კომიტეტის სხდომაზე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ პოზიციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „გირჩის“ წარმომადგენელმა, სანდრო რაქვიაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას მონობა უწოდა.

ამას კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა.

„ადამიანებს, რომლებიც ახლა იხდიან სამხედრო სამსახურს, მათ მონად ნუ მოიხსენიებთ. თავი შეიკავეთ ადამიანების შეურაცხყოფისგან. ჩემი კოლეგები ფინეთზე რომ საუბრობენ, იქ გაწვევას ეძახიან და საქართველოში მონობას. არ არის სწორი მონებს უწოდებდეთ მათ, ვინც გადიან სამხედრო სამსახურს კეთილსინდისიერად და იმ სერვისის მომხმარებლები არ არიან, რომელსაც თქვენ სთავაზობთ“,- განაცხადა სარჯველაძემ.

დაპირისპირებაში ჩაერთო „კანონი და სამართლის“ ლიდერი თამარ ჩარკვიანი, რომელმაც „გირჩის“ წევრები გააკრიტიკა.

იტვირთბა....