ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ილია ლომიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

მისი თმქმით, სააკაშვილი, ფაქტობრივად, ლოგინადაა ჩავარდნილი.

„ერთი კვირაა მიხეილ სააკაშვილს გაუსაძლისი ტკივილები აქვს კიდურების. ლოგინიდან ვეღარ დგება, ტკივილები აქვს ვინაიდან კიდურებში, ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებენ და საუბარიც უჭირს. არ უდნა საუბარი, უხასიათოდ არის, მივარდნილი… სიმართლე გითხრათ, ასეთ მდგომარეობაშ არასდროს მინახავს. ის ტელეგადაცემებს ადევნებდა თვალს, საუბრობდა, მაგრამ ახლა უკვე საუბირს სურვილიც არ აქვს. ფაქტობრივად, არაფერზე საუბრობს. ჩვენი შეხვედრა იმით შემოიფარგლება, რომ „გამარჯობას“ ვეუბნებით და რამდენიმე წუთის შემდეგ ვტოვებთ მის პალატას. ერთი კვირაა უკვე ასეთ მდგომარეობაშია, გაუსაძლის, მივარდნილ მდგომარეობაში. გადატრიალების უნარიც არ აქვს“ , – აღნიშნა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა.

იტვირთბა....