ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ ვენეციის კომისია იტყვის, რომ „უცხოელი აგენტი“ უკეთესი ტერმინია, ვიდრე „უცხოური გავლენის აგენტი“, შეიძლება „უცხოელ აგენტს“ დავუჭიროთ მხარი – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან მიმართებით ვენეციის კომისიის დასკვნის საკითხს გამოხმაურა.

მისი თქმით, თუკი ვენეციის კომისია იტყვის, რომ „უცხოელი აგენტი“ უკეთესი ტერმინია, ვიდრე „უცხოური გავლენის აგენტი“, შეიძლება „უცხოელ აგენტს“ მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭიროს.

„არის ამერიკული კანონი, სადაც არა თუ „უცხოური გავლენის აგენტი“ ეწოდება შესაბამის სუბიექტს, არამედ პირდაპირ „უცხოელი აგენტი“. თუ ვენეციის კომისია იტყვის, რომ „უცხოელი აგენტი“ უკეთესი ტერმინია, ვიდრე „უცხოური გავლენის აგენტი“, შეიძლება „უცხოელ აგენტს“ დავუჭიროთ მხარი. ვნახოთ, რას ტყვის ვენეციის კომისია. ამის მიხედვით გაგრძელდება მსჯელობა და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....