ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არანაირი „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არ არსებობს, ეს არის „ქართული ოცნების“ კანონპროექტი – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ ინიცირებულკანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არის არა „ხალხის ძალის“ , არამედ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი.

„არა თუ კანონპროექტის შინაარსი, თვითონ, გზავნილები და არგუმენტაციაც ერთი-ერთშია იმასთან, რასაც მათი საყვარელი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინი იყენებდა. რუსული ჭაობისკენ გზა მარცხისთვის განწირულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ. ძალიან მკაფიოა გზავნილები ევროპელი პარტნიორებისგან, რომ ქვეყანას, რომელსაც მსგავსი კანონმდებლობა აქვს, ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი”,- აღნიშნავს ვაშაძე.

იტვირთბა....