ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დასჭირდება ხელოვნური სუნთქვა” – გიორგი გრიგოლია სააკაშვილზე

სახალხო დამცველის აპარატთან არსებული მედიკოსების კონსილიუმის წევრი გიორგი გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით< თუკი გაგრძელედება სააკაშვილის წონაში წინაში კლების პროცესი, მას ხელოვნური სუნთქვა დასჭირდება.„რომ ვერ დგება, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ძალა აღარ აქვს. როცა ჩვენმა კონსულტანტებმა ნახეს, დახმარების გარეშე ძალიან უჭირდა ადგომა.უძრაობა და წოლა ლოგინში 24 საათი ასეთი კალორაჟის მიღებით, ეს არის პირდაპირი გზა ფილტვების ანთებისთვის. მერე უკვე დასჭირდება ხელოვნური სუნთქვა და არ მინდა ახლა ვილაპარაკო, რაც შეიძლება მოუვიდეს. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის გაცილებით უარესი, ვიდრე იყო 4 დეკემბერს, როცა ჩენ ვნახეთ ბოლოს. 7 კგ აქვს მოკლებული და თავის სიმაღლიდან გამომდინარე შემდეგ 7 კგ იქნება უკვე კრიტიკული, იმიტომ, რომ 55 კგ-ს რომ მიაღწევს, მერე მისი მდგომარეობა იქნება შეუქცევადი. კუნთების განლევა მაშინაც იყო, ახლა მთლად განლეულია კუნთები და იწყება ძვლების განლევა, პროცესია დაწყებული. მას უკვე აღარ შეუძლია დამოუკიდებლად ადგომა და გადაადგილება, სპეციალური მოწყობილობა სჭირდება, ხშირად ვარდება. დიდი შანსია, რომ ერთ-ერთი ვარდნის დროს შეიძლება მოიტეხოს რაღაცა, დაიზინოს და მერე შეხორცების პროცესი ამ პირობებშ იქნება ძალიან გაძნელებული.რამდენ ხანში მოხდება კიევ 9 კგ დაკლება არ ვიცი, მაგრამ ეს 55 კგ იქნება მისთვის ფატალური“ , - აღნიშნა გრიგოლია.

იტვირთბა....