ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ეკა მიშველძე დაკითხვაზე რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.
შეგახსენებთ, რომ მიშველაძის მეუღლეს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე ცეცხლასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.