ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სადღობელაშვილი დააკავეს

ისნის სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებმა დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კომუნალური მომსახურეობის აღდგენას ითხოვდნენ.
აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” წევრები, რომლებმაც საბურავების დაწვა სცადეს, რის გამოც ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და აქციის ორი მონაწილე დააკავეს.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია სამი პიროვნება, რომელთაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. საქმეზე გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....