“პანორამა თბილისის” პროექტის განსახილველად არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერმინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, პროექტის მოსახლეობასთან განუხილველად განხორციელება არის ვანდალიზმი.
ორგანიზაციები ასევე თვლიან, რომ პანორამა თბილისის პროექტის განხორციელება საფრთხის შემცველია. ამასთან დაკავშირებით ისინი აქციის გამართვასაც გეგმავენ, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვენ, რომ დიალოგი დაიწყოს.
“მეტრონომი” არასამთავრობო ორგანიზაცია “თბილისის ჰამქარის” ხელმძღვანელ ცირა ელისაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, “თბილისის ჰამქარიც” სხვა 23 ორგანიზაცისთან ერთად მოითხოვს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. კონკრეტულად რა საკითხების განხილვა სურთ ე.წ მესამე სექტორს მთავრობის მეთაურთან, ელისაშვილი აცხადებს, რომ დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.