ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა – ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებსა და მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პარტია “კომიკურ ორგანიზაციად გადაიქცა”:

“მე ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ამას ხედავს ყოველდღე, რომ ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რეალურად რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა. მათ აირჩიეს ახალი თავმჯდომარე. მათი ყველა უსუსური მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ყოვლად გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა.

რა თქმა უნდა, ჩემთვის არ არის საინტერესო არც მათი აქციები, არც მათი ეს უაზრო განცხადებები. ჩვენ მთავარი უნდა ვაკეთოთ – საქმე, ვემსახურით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება, ის უნდა ვაკეთოთ მხოლოდ. ჩემთვის საინტერესო ნამდვილად არ არის, ისინი რას გეგმავენ, ჩემთვის მთავარია, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საკითხია მოუგვარებელი, ეს ყველა საკითხი გადავჭრათ, მოვაგვაროთ და კიდევ უფრო ძლიერი და მაგარი ქვეყანა გვქონდეს, ვიდრე არის დღეს”, განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....