ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვერ შევძელით ისე სწრაფად რეაგირება, როგორც ვიმედოვნებდით – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს იმყოფებოდა. მისი თქმით, სტიქიაზე ისე სწრაფად რეაგირება ვერ შეძლეს, როგორაც იმედოვნებდნენ:

“იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შევძელით, ალბათ უმსხვილესი სამძებრო-სამაშველო რაზმის მობილიზება, რომლის შემადგენლობაში 141 ათასზე მეტი წერია, სამწუხაროდ, ფაქტია, ჩვენ ვერ შევძელით ისე სწრაფად რეაგირება, როგორც ვიმედოვნებდით. ძალიან ვწუხვარ, რომ სამაშველო ოპერაციები ნელა მიმდინარეობს და არ შეგვიძლია ყველა ადამიანის უფრო სწრაფად გადარჩენა. ყველა მუნიციპალიტეტში უამრავი ადამიანი მუშაობს. თურქეთის ყველა მოქალაქე და ჩვენი მეგობრები მთელი მსოფლიოდან ვდგავართ დაზარალებულთა გვერდით”, – თქვა ერდოღანმა.

იტვირთბა....