პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გელათის კედლებიდან ფრესკების განადგურების საკითხს გამოეხმაურა.
„გელათის სახურავის ჩამონგრევა დავით აღმაშენებლის საქართველოსთვის ძირის გამოთხრაა. ხანდახან მგონია, რომ სრულიად მიზანმიმართულ, უბნელეს რიტუალს თუ ორგიას ვესწრებით: გელათის ჩამოქცევით საქართველოს სახელმწიფოს ხერხემალში გადატეხვის მიზნით“ , – აღნიშნა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, გელათის ტაძარს სახურავი აქვს დაზიანებული, რის შედეგადაც, ეკლესიის კედლებზე არსებული ფრესკები იშლება.